ვორქშოფი: ალიზი - კვლევა, ახალი დიზაინი და თანამედროვე მშენებლობაში გამოყენების პერსპქტივები
იდააფ არქიტექტორების ორგანიზებით, 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა ვორქშოფი "ალიზი - კვლევა, ახალი დიზაინი და თანამედროვე მშენებლობაში გამოყენების პერსპქტივები", რომლის მიზანი იყო გამოეკვლია ალიზის ისტორია და დამზადების ტრადიციული მეთოდები საქართველოსა და მსოფლიოში; შექმნილიყო მისი ახალი დიზაინი და ეპოვა თანამედროვე მშენებლობაში გაგრძელების ხაზი.