რკინის ფარდის მიღმა / ელემენტი
აპრილი. 2019
Farm Cultural Park (FARM)
Cortile Bentivegna, 92026
ფავარა, იტალია
2019 წლის აპრილში Farm Cultural Park (FARM) ნანა ზაალიშვილი თავის რეზიდენციაში მიიწვია სიცილიაში. რეზიდენციაში ყოფნისას პირველად დამუშავდა ავეჯის კოლექცია ელემენტის კონცეფცია. ერთთვიანი მუშაობის შედეგად, Farm Cultural Park-ის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა ადგილობრივ სახელოსნოებში დამზადებული კოლექცია ელემენტის ნაწილი: ხის კომპლექსური მერხი, ხის მცირე მერხი და ორი სკამი შესრულებული ტრავერტინის ქვაში.
გამოფენა ინსპირირებული იყო და მიეძღვნა არქიტექტორ გიორგი ჩახავას მიერ შექმნილ და 1981 წელს დაპატენტებულ გამოგონებას: სამშენებლო ელემენტი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტოები ჩახავას პირადი არქივიდან და ასახავდა მის ნაყოფიერ მოღვაწეობას „რკინის ფარდის“ მიღმა.