ელემენტი თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე
17 – 19 მაისი, 2019
თბილისის ხელოვნების ბაზრობა (TAF)
ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრი, 0119
თბილისი, საქართველო
2019 წლის თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე ნანა ზაალიშვილმა წარმოადგინა ინსტალაცია ელემენტი, რომლის ფარგლებშიც დიაბაზისა და ბაზალტის ქვისაგან დამზადებული ორი სკამი გამოიფინა. ეს პირველი ექსპერიმენტული ნივთებია ელემენტის კოლექციიდან შესრულებული ქვის მასალაში და ასახავდა მასალის სიმყარეს, ფერთა მრავალფეროვნებას, ფოროვან ზედაპირს და სკულპტურულ ხასიათს. ნივთები განხორციელდა Kamara Stone-ის ოსტატებთან თანამშრომლობით, ქართული მასალების გამოყენებით.
უკანა კედელზე განთავსდა კონცეფცია, სადაც ხაზგასმული იყო მისი მჭიდრო კავშირი ტრადიციულ ქართულ ოდა-სახლებთან და გიორგი ჩახავას ბეტონის გამოგონებასთან, „სამშნებელო ელემენტი“, სურათები არქივიდან და საბჭოთა პერიოდის ავტობუსის გაჩერებები.
Artbeat Gallery-ს სივრცეში ასევე წარმოდგენილი იყო ორი ხის შავი სკამები ელემენტის კოლექციიდან.