Website is under construction

BEHIND THE CURTAINS

Scenes of craft

 

 

31 ოქტომბერი – 6 ნოემბერი, 2024

King Abdulaziz Center for World Culture

ითრა, საუდის არაბეთი

31 ოქტომბერი – 6 ნოემბერი საუდის არაბეთში Kind Abdulaziz-ის მსოფლიო კულტურის ცენტრში, გაიმართა „Tanween 2024: Fail Forward“. Tanween არის ცენტრის ყველაზე გავლენიანი ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც დიზაინს ეძღვნება.

იდააფ არქიტექტორებმა Isola Design-ის მიწვევით (მილანი), წარმოადგინა თავისი კვლევა ალიზის შესახებ და კოლექცია აგური სცენაზე, რომლის კურატორიც Isola-ს დამფუძნებელი ელიფ რესიტოღლუ იყო. Isola-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, გამოფენამ “Behind the Curtains: Scenes of Craft” ვიზიტორებს საშუალება მისცა, აღმოეჩინათ მსოფლიოს წამყვანი დიზაინ სტუდიების შემოქმედებითი პროცესი, წლევანდელი კონცეფციის Fail Forward შესაბამისად.

“Behind the Curtains: Scenes of Craft”  წარმოადგენს ცხრა საერთაშორისოდ აღიარებულ დიზაინ სტუდიას, რომელთაგან თითოეული სპეციალიზირებულია სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ხელოსნობა, უწყვეტი დიზაინი და მასალების კვლევა. გამოფენა გთავაზობთ შესაძლებლობას, ჩაუღრმავდეთ კულისებს და შეისწავლოთ ის გამოწვევები, შეცდომები, შთაგონებები და ინოვაციები, რომლებმაც ჩამოაყალიბა მათი ნამუშევარი. ის სტუმრებს სთავაზობს არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტებს, არამედ მათკენ მიმავალი გამოცდილების გააზრებას – გზა კონცეფციიდან საბოლოო პროდუქტამდე.“ – Isola.

Idaaf Architects

instagram     facebook     vimeo