სადალაქო ‘პარტიზანი’

სადალაქო ‘პარტიზანი’

მდებარეობა: გ. ახვლედიანის ქ., თბილისი, საქართველო

ფართობი: 100 მ2

წელი: 2018

სტატუსი: დასრულებული

 

სადალაქო XIX საუკუნის ბოლოს აგებულ ისტორიულ შენობაში მდებარეობს. მაღალი ჭერი და ოთახების დამაკავშირებელი თაღები ინტერიერს იმ დროის თბილისისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას სძენს.

სარემონტო სამუშაოების დროს სივრცეები მთლიანად გათავისუფლდა სხვადასხვა დროს დამატებული ტიხრებისგან და პირვანდელ სახეს დაუბრუნდა. რესტავრაციის შედეგად ჭერი და კედლები გაცრეცილი ტექსტურით შენარჩუნდა.  მთავარ სივრცეში განთავსდა მაღალი სარკეები შავი ტყავის  სავარძლებთან კომბინაციაში, კედლების ქვედა  ჭაობისფერი კედლის პანელები და მცენარეები. იატაკზე ჭადრაკულად დალაგდა მწვანე და შავი ფერის კერამიკული ფილები.

ინტერიერის დიზაინ კონცეფცია დაეყრდნო იდეას, შექმნილიყო არასტანდარტული სადალაქო სივრცე, სადაც ყოველდღიური სწრაფი ტემპისა და სტრესული გარემოსგან  დაღლილ მამაკაცებს საშუალება ექნებათ განიტვირთონ კომფორტულ გარემოში სხვადასხვა ტონალობის მწვანე ფერის გარემოცვაში.

 

 

სადალაქო ‘პარტიზანი’
სადალაქო ‘პარტიზანი’
სადალაქო ‘პარტიზანი’
სადალაქო ‘პარტიზანი’