მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი

მდებარეობა: მესტია, საქართველო

საერთო ფართობი: 1 118 კვ.მ

წელი: 2024

სტატუსი: კონკურსი, შპს აეროპორტების გაერთიანება

კონსტრუქციული გადაწყვეტების კონსულტანტი: შპს პროგრესი

 

დაბა მესტიის (1500 მ) შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები მსოფლიო ვერნაკულარული არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა, რომელსაც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

აეროპორტის ახალი ტერმინალის არქიტექტურული კონცეფცია განისაზღვრა, როგორც მთავარი სტრუქტურული ბირთვი და მონუმენტური, საფეხუროვანი სახურავი, რომელიც გარე პერიმეტრისკენ იშლება. ბირთვის გარშემო მოწყობილია ვიტრაჟული გალერეა, სადაც აეროპორტის ფუნქციონირებისთვის საჭირო სივრცეები დაპროექტდა. მაღალი ვიტრაჟები ფონად გასდევს მთავარ კომპოზიციას და მასიური ქვებით მოპირკეთებული ინტერიერისთვის ჰაეროვან გარსს ქმნის.

ვიტრაჟული გალერეა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აეროპორტის, როგორც თვითმყოფადი არქიტექტურული მოცულობის განსაზღვრაში. შენობიდან 360 გრადუსით იშლება ხედები დაბა მესტიაზე და გარშემო მთების მასივებზე. შენობა ლანდშაფტს ირეკლავს, რის გამოც გარემოს ნაწილი ხდება. ამავდროულად, შემინულ გალერეაში ადამიანი ინტერიერსა და ექსტერიერში ფაქტობრივად ერთდროულად იმყოფება, რაც შენობის ტიპურ აღქმას, ინტერიერისა და ექტერიერის განცალკევებულობას აბათილებს და მათ ერთ მთლიანობად აქცევს.

შენობის ტექსტურები და ფერების პალიტრა ადგილმდებარეობითა და ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობითაა განპირობებული. სვანეთის მკაცრი კლიმატური და არქიტექტურული ქვეტექსტის გათვალისწინებით ბირთვის ინტერიერში მოსაპირკეთებელ მასალად შეირჩა ადგილობრივ, რეგიონალურ კარიერებზე მოჭრილი ტუფის ბეჟი/მოყვითალო ქვა, რომელიც სვანური კოშკის ფერთა გამას იმეორებს, ხოლო ფენებად დაყოფილი ჭერი ფერების გრადაციით ეხმაურება სვანური ხის არქიტექტურის მუქ ტონალობებს. 

 

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი