მუხის მსხვილი ტაბურეტი ‘ელემენტი’
ზომა: 75x25x55 სმ
მასალა: მუხა
მასიური მუხისგან შესრულებული ეს ტაბურეტი ერთ-ერთია კოლექცია ‘ელემენტი’-დან, რომელიც ქართული ოდა სახლისა და არქიტექტორ გიორგი ჩახავას ‘სამშენებლო ელემენტის’ გავლენით შეიქმნა.
ტაბურეტი ხუთი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთშია ჩასმული. მისი დაშლა/აწყობა ადვილია და არ საჭიროებს სამაგრებს. მსხვილი სკამი ‘ელემენტი’ ბუნებრივი კატასტროფების დროს წაქცეული ხისგან ან ასწლოვანი მუხის მასალით იქმნება. ეს არის ხის ერთგვარი სკულპტურა, რომელიც განკუთვნილია ინტერიერისთვის.