გრძელი სკამი 'ელემენტი'
ზომა: 175x25x55 სმ
მასალა: ნეკერჩხალი / მუხა / წაბლი
ნეკერჩხლის მასიური ხისგან შესრულებული გრძელი სკამი ‘მუზეუმი’ ერთ-ერთია კოლექცია ‘ელემენტი’-დან, რომელიც ქართული ოდა სახლისა და არქიტექტორ გიორგი ჩახავას ‘სამშენებლო ელემენტის’ გავლენით შეიქმნა.
სკამი ხუთი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთშია ჩასმული. მისი დაშლა/აწყობა ადვილია და არ საჭიროებს სამაგრებს. სკამი 2 ან 3 ადგილიანია და ისეა მოფიქრებული, რომ საჭიროების შემთხვევაში ფეხები ადგილებს შორის ბარიერებად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.