COLLECTIBLE NYC
4 – 7 სექტემბერი, 2025
Water Street Projects WSA
180 Maiden Lane
New York 10038
Collectible NYC 2025-ზე იდააფ არქიტექტორები წარმოადგინა გალერეა ჟამიერი, რომლის სივრცესაც კურატორობდა მისი დამფუძნებელი ქეთი ჭიჭინაძე. ექსპოზიციაზე გამოიფინა იდააფის ნამუშევრები კოლექციიდან აგური: იატაკის შანდალი, კედლის შანდლები ალუმინის სამაგრებით (შეიქმნა სპეციალურად ამ გამოფენისთვის და გამოიფინა პირველად) და მაგიდის შავი სასანთლე – ჟამიერში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნივთი.
Idaaf-თან ერთად გალერეაში ასევე გამოფენილი იყოს სხვა ქართველი დიზაინერების ნამუშევრები, ალუმინის, ხის და მარმარილოს მასალებში. სივრცე გამოირჩეოდა სუფთა, მინიმალისტური ესთეტიკითა და ბეჟი ფერებით, რაც გალერეის იდენტობას გამოხატავს. გალერეა ჟამიერი მდებარეობს Red Hook, Brooklyn-ში და მიზნად ისახავს ქართველი დიზაინერების წარმოჩენას და მათი ნამუშევრების საერთაშორისო სცენაზე გატანას.
Collectible-ს პარალელურად, როგორც თანმხლები ღონისძიება, Jamieri Gallery-მ თავის ბრუკლინის სივრცეში გამართა ვიდეოჩვენება, სადაც წარმოდგენილი იყო Idaaf Architects-ისა და Studio Gypsandconcrete-ის ფილმები. ეს ვიდეოები გადაღებულია გასული ზაფხულში და წარმოაჩენს სტუდიების სამუშაო პროცესებსა და დიზაინ მიდგომებს. ჩვენების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც არტისტებმა საკუთარი ხედვა აუდიტორიას გაუზიარეს და ახალ იდეებზე იმსჯელეს.
Collectible NYC არის ნიუ-იორკის გამოფენა პიონერული დიზაინის ფესტივალისა, რომელიც თანამედროვე საკოლექციო დიზაინს ეძღვნება. 2025 წლის გამოშვებაში თავი მოიყარეს საერთაშორისო გალერეებმა და დამწყებმა სტუდიებმა, რათა წარმოედგინათ თავისი ინოვაციური და შეზღუდული რაოდენობის ნამუშევრები, რომლებიც შლის საზღვრებს ხელოვნებასა და დიზაინს შორის.