Website is under construction

ელემენტი – გალერეა OXILIA

20 სექტემბერი – 26 ოქტომბერი, 2023

გალერეა Oxilia

Via Nino Oxilia, 9, 20127

მილანი, იტალია

გალერეა ოქსილია 20 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით წარმოადგენს ქართველი არქიტექტორის, ნანა ზაალიშვილის სოლო გამოფენას ლემენტი, რომელიც მოიცავს შერჩეულ ნივთებს ნანა ზაალიშვილის ავეჯის კოლექციებიდან ელემენტი და აგური.

კოლექცია ელემენტზე გავლენა მოახდინა ქართულმა ტრადიციულმა ხის ოდა სახლებმა და ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას (1923–2007) მიერ შექმნილმა „სამშენებლო ელემენტმა“. 2017 წელს, წიგნზე „საბჭოთა ავტობუსის გაჩერებები საქართველოში“ მუშაობის დროს, ნანამ ყურადღება გაამახვილა ჩახავას ბეტონის ელემენტის გამოგონებაზე, სადაც გამოყენებული იყო მსგავსი ფორმა სხვადასხვა კონსტრუქციის ასაწყობად. Element კოლექცია იყენებს იმავე ფორმას სხვადასხვა ავეჯის შესაქმნელად, ცვლის სტრუქტურებსა და მასალებს, რათა უზრუნველყოს მოქნილობა და ფუნქციონალური თავისუფლება. მათი აწყობა და დაშლა მარტივია და არ საჭიროებს სამაგრებს.

თბილისში შექმნილი კოლექცია აერთიანებს ტრადიციულ ოსტატობასა და თანამედროვე დიზაინის ენას, რაც ნივთებს სკულპტურულ ხასიათს სძენს. თითოეული მათგანი იქმნება წინასწარ განსაზღვრული იდეით და დელიკატური პროცესით. მასალის ბუნებრივი არასრულყოფილებები ავეჯს თბილ, განსაკუთრებულ ხასიათსა და გამორჩეულობას აძლევს. ხის ავეჯი დამზადებულია ქართული ოდა-სახლების საყრდენი ბოძების გამოყენებით, რაც კონცეფციასთან მისი კიდევ ერთი ბმაა. კოლექცია მოიცავს სკამებს, მაგიდებს, მერხებს, თაროებს, კონსოლებს და სხვ.  მასალის ბუნებიდან გამომდინარე ნივთების გამოყენება შესაძლებელია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

 

ფოტო: ვიტო სალამონე

Idaaf Architects

instagram     facebook     vimeo