აღმაშენებლის გამზირი თბილისის მარცხენა სანაპიროს მთავარი ღერძია, რომლის იერსახე XIX საუკუნის 80-იან წლებში და მის შემდგომ ჩამოყალიბდა. მოზარდ მაყურებელთა თეატრის ამჟამინდელი ფასადი 2008-2013 წლის რეაბილიტაციის შედეგია, რომლის დროსაც მისი ავთენტიკური საბჭოური არქიტექტურა, ფსევდო კლასიკური სტილით ჩანაცვლდა.
თეატრის ახალი, არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინ პროექტი სრულადაა მორგებული თანამედროვე თეატრის მოთხოვნებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს. ფასადის არქიტექტურული კომპოზიცია თეთრი მოჭიქული ტერაკოტას პანელებია შუშის ჰაეროვანი ჩანართებით, საიდანაც მრავალფეროვანი ხედები იშლება აღმაშენებლის გამზირსა და თბილისზე;
(პროექტი შესრულდა საქსონ მენეჯმენტთან თანამშრომლობით)