არქიტექტურის ბიენალე 2025
მე-19 საერთაშორისო არქიტექტურის გამოფენა
10 მაისი – 23 ნოემბერი, 2025
Corderie, Arsenale
Campo della Tana 2169
30122 ვენეცია, იტალია
10 მაისს ოფიციალურად გაიხსნა მე-19 საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე ვენეციაში, რომლის კურატორია იტალიელი არქიტექტორი და ინჟინერი კარლო რატი და მისი თემაა: Intelligens. Natural. Artificial. Collective. წლევანდელი ბიენალე კლიმატის ცვლილებაზ და ტექნოლოგიებისა და სხვა ცოდნების გამოყენებით უკვე შექმნილ გარემოში ადაპტირებაზეა ფოკუსირებული. არსენალესა და სხვა დარბაზებში ასობით პროექტია წარმოდგენილი, რომლებიც ასახავენ, თუ როგორ ცვლის მასალების ინოვაცია, მდგრადობა და სენსორული გამოცდილება არქიტექტურას. ბიენალეზე წარმოდგენილი ექსპონატების უმეტესობა იკვლევს გლობალურ გამოწვევებს, კლიმატის ცვლილებას, ურბანულ სიცხესა და მდგრადობას.
ბოლო ათწლეულებში კლიმატური კრიზისის მიმართ არქიტექტურის პასუხი არის შერბილების პოლიტიკა და მშენებლობის ზეგავლენის შემცირება გარემოზე, თუმცა ეს საკმარისი არ არის. წლევანდელი ბიენალეზე იკვლევს ადაპტაციის იდეას — ანუ როგორ უნდა შევქმნათ არქიტექტურა უკვე შეცვლილი სამყაროსთვის. ჩვენი სექტორი — აშენებული გარემო — პასუხისმგებელია ნახშირბადის ემისიების 40%-ზე და მუშაობს მოდელით — „მოპოვება, წარმოება, გადაყრა“ . ამ ბიენალეს მიზანია ეს ციკლი გადაიაზროს და შემოგვთავაზოს “ცირკულარული ეკოლოგია” რაც გულისხმობს “გადაყრის” ჩანაცვლებას “ხელახალი გამოყენებით”. ნარჩენების აღმოფხვრა, მასალების ცირკულაცია და ბუნებრივი სისტემების რეგენერაცია, რათა დავამტკიცოთ, რომ არქიტექტურა და აშენებული გარემო შეიძლება არსებობდეს ჰარმონიაში პლანეტასთან.
პირველად საქართველოს არქიტექტურის ისტორიაში, იდააფ არქიტექტორები კურატორის სექციაში მიიწვიეს, არსენალეში, Material Bank-ის სექციაში გამოსაფენად. ამ პროექტში პროფესორები ინგრიდ პაოლეტი და სტეფანო კაპოლონგო, ნობელის პრემიის ლაურეატი კონსტანტინ ნოვოსელოვი და სცენოგრაფი მარგერიტა პალი როტა გაერთიანდნენ, რათა წარმოაჩინონ, თუ როგორ შეუძლია ინოვაციურ მასალებს შეცვალონ ან განსაზღვრონ არქიტექტურის საფუძვლები.
იდააფ არქიტექტორებმა კურატორის თემას უპასუხა ინსტალაციით Alizi/ალიზი, რომელიც მიწით მშენებლობის უძველეს ქართულ ტრადიციას აღადგენს თანამედროვე, მოდულარული აგურებით IAS და IAM. ინსტალაცია მოიცავს 16 ცალ IAS და IAM-ის აგურს, რომლებიც ადვილად თავსდება ერთმანეთში, არ საჭიროებს შემავსებელს და მარტივი მშენებლობის საშუალებას იძლევა. ინსტალაცია ერთგვარი მანიფესტია თანამედროვე ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წინააღმდეგ, რომელთა არაეკოლოგიურმა წარმოებამ მსოფლიოს გლობალური დათბობა და მისი თანმდევი კატასტროფები მოუტანა. ალიზი სრულად ეხმიანება ნულოვანი ნარჩენის თემას ტრადიციული პრაქტიკის გაგრძელებით. მაშინ როცა მრავალი ინსტალაცია ფოკუსირდება ფუტურისტულ ტექნოლოგიებსა და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, Alizi „მასალათა ინტელექტს“ ახალ რეალობაში აბრუნებს და აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება წინაპრების სამშენებლო მეთოდებმა ხელი შეუწყოს დაბალი ზემოქმედების, მოქნილ და თანამედროვე არქიტექტურას.
ვენეციის არქიტექტურის ბიენალე 2025 წლის 23 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ვიზიტორის კომენტარი: „აგურის ქალაქში, რომელსაც ცვლილებები არ უყვარს, თქვენ სრულიად განსხვავებული აგური შემოიტანეთ. ეს გაბედულებაა“.