იდააფ არქიტექტორების შეთავაზებული პროექტი შპს “აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის” მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის, საოფისე და ადმინისტრაციულ სივრცეებს აერთიანებს ცხრა სართულიან შენობაში ჭერამდე გახსნილი ლობით ინტერიერში. მთავარ ფასადს წარმოადგენს სამ დონეზე განლაგებული ქვის სვეტების კოლონადა, რომლის საშუალებითაც არსებულ ურბანულ მასშტაბში ნაგებობა შედარებით პატარა მოცულობად აღიქმება.