ელემენტი / დავიწყებული გრძნობები
8 თებერვალი – 21 მარტი, 2020
გალერეა ნექტარი, თბილისი, საქართველო
კურატორი: ნინო სეხნიაშვილი
გამოფენაზე წარმოდგენილია ნანა ზაალიშვილის 3 ადგილიანი მერხი ‘ელემენტი’ (მასალა წაბლი) და ნესტან აბდუშელიშვილის ფოტო სერია ‘ დავიწყებული გრძნობები’.
“ნესტან აბდუშელიშვილის დავიწყებული გრძნობების არქივი ეხება გარდამავალ პერიოდს, თუ როგორ ფორმირდება თანამედროვე ისტორია არქიტექტურის საშუალებით. ფოტოები გადაღებულია ორი წლის განმავლობაში 35 მმ კამერით და ასახავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მის ფასადებს, რომელიც გვიჩვენებს გაურკვეველ აწმყო რეალობას განვლილ დროსთან მიმართებაში ფიზიკური მთავარი გმირის გარეშე.
ნანა ზაალიშვილის ნამუშევრის ინსპირაცია გახდა არქიტექტორ გიორგი ჩახავას (გზების მშენებლობის სამინისტროს შენობის ავტორი) მიერ შემუშავებული „სამშენებლო ელემენტი” – ბეტონის მარტივი დეტალი, რომლითაც სხვადასხვა ფორმების კონსტრუირებაა შესაძლებელი.”