NOTHING HAPPENS IF NOTHING HAPPENS
18 – 23 აპრილი. 2023
Isola Design Galery
14 Via Pastrengo, 20159
მილანი, იტალია
იდააფ არქიტექტორებმა 2023 წლის მილანის დიზაინ კვირეულზე მაგიდა წვეთი წარადგინა Isola Design Gallery-ში. Isola Design-ის მიერ ორგანიზებული გამოფენა, ერთ-ერთი იყო იმ მრავალრიცხვოვან ექსპოზიციებს შორის, რომელმაც მილანის დიზაინ კვირეული მოიცვა.
გამოფენამ სახელწოდებით: Nothing happens if Nothing happens გააერთიანა დიზაინერები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც მრავალფეროვან მასალებში შესრულებული ნივთები წარმოდგინეს. ჯგუფური გამოფენა კურატორების Elif Resitoglu-სა და Stephanie Blanchard -ის თანამშრომლობის შედეგია და ჯორჯო დე კირიკოს ნახატებითაა შთაგონებული. ექსპოზიცია ფოკუსირებული იყო კოლექციურ დიზაინზე და ინდივიდუალურ მიდგომებზე.