სახლი წეროვანში

მდებარეობა: წეროვანი, საქართველო

დამკვეთი: კერძო 

ნაკვეთის ფართობი:  800 კვ.მ

შენობის საერთო ფართობი: 450 კვ.მ

წელი: 2023 – მიმდინარე

სტატუსი: მშენებლობის პროცესში

‘სახლი წეროვანში’ მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში, სხალტბის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 650 მეტრზე. შენობა ამაღლებულ ბორცვზეა განთავსებული, საიდანაც მთლიანი ხედები იშლება კავკასიონზე, მიმდებარე სოფლებსა და დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ნაწილზე.

არქიტექტურული მემკვიდრეობისა და საერთო ესთეტიკის არმქონე სოფელში, იდააფ არქიტექტორებმა საოჯახო სახლის პროექტირება წეროვანში აღიქვა, როგორც შესაძლებლობა შეექმნა ახალი, ადგილობრივი არქიტექტურული ენა. გორაკზე განლაგებულ დასახლებაში, სადაც არაფორმალური და გაფანტული სტრუქტურებია, შენობის გრძელი, ხაზოვანი ფორმა რელიეფის კონტურს მისდევს და გარემოს მკაფიო არქიტექტურული ენით პასუხობს, რომელიც ბუნებრივ მასალებსა და ადამიანურ მასშტაბს ეფუძნება.

შენობის არქიტექტურული კომპოზიცია post & lintel სისტემის ახლებური გადააზრებაა –  არქიტექტურის ერთ-ერთი უძველესი სტრუქტურული პრინციპის, რომელიც აქ თანამედროვე ესტეტიკითაა გამოხატული.  ტრავერტინის ქვით მოპირკეთებული მძლავრი ბურჯების რიტმულ რიგს ფასადის გარშემო უწყვეტი თეთრ ანტაბლემენტი უჭირავს, რაც არქიტექტურას, როგორც სტრუქტურისა და ტექტურების  ერთიან სილუეტს განსაზღვრავს. მათ შორის მინის დიდი ღიობები ხეობის ფართო ხედებს აჩარჩოებს და ინტერიერის სიღრმეებში ბუნებრივ სინათლესა და გამჭოლობას უზრუნველყოფს. 

Idaaf Architects

instagram     facebook     vimeo