თარო 'ელემენტი'
ზომა: 125x85x40 სმ
მასალა: ასწლოვანი მუხა
‘ელემენტი’, რომელიც განსხვავებული ფუნქციის ავეჯს აერთიანებს, ქართული ოდა სახლისა და გიორგი ჩახავას ‘სამშენებლო ელემენტის’ გავლენით შეიქმნა.
‘ელემენტი’ ეს არის კონკრეტული ფორმა და მისი მოდიფიცირებული ზომები, რომელიც ქმნის ასაწყობი ავეჯის ვარიაციებს. ცვალებადი სტრუქტურებისა და მრავალფეროვანი მასალების გამო, ‘ელემენტი’ მუდმივად განახლებადია და ფუნქციური თავისუფლების შესაძლებლობას ქმნის. მისი აწყობა/დაშლა მარტივია და არ საჭიროებს სამაგრებს.
ფასისა და სხვა ინფორმაციისთვის: contact@idaafarchitects.com