ყავის მაგიდა 'ელემენტი'

ზომები: 80x125x45 სმ

მასალა: დიაბაზის ქვა 

წელი: 2021

 

„ელემენტი“, რომელიც განსხვავებული ფუნქციის ავეჯს აერთიანებს, ქართული ოდა სახლისა და გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტის“ გავლენით შეიქმნა.

დიაბაზის ყავის მაგიდა „ელემენტი“ დამზადებულია დიაბაზის ქვით, რომელიც ყაზბეგისა და პანკისის რეგიონებში მოიპოვება. ქვის მკვეთრი ფერი და ინტენსიური ტექსტურა  მაგიდის ძლიერ ხასიათს თავიდანვე განსაზღვრავს. ნივთი განკუთვნილია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებისთვის, მისი აწყობა/დაშლა მარტივია და არ საჭიროებს სამაგრებს.

ყავის მაგიდა 'ელემენტი'
ყავის მაგიდა 'ელემენტი'