სახლი დიღომში

სახლი დიღომში

მდებარეობა: ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ., დიღომი, თბილისი

ნაკვეთის ფართობი: 540 კვ.მ

საერთო ფართობი: 260 კვ.მ

წელი: 2018-2021

ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე

 

„სახლი დიღომში“ თბილისის ახალ და ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მდებარეობს. უბანი ჯერ ისევ მშენებარეა და ქალაქურ ინფრასტრუქტურას მოკლებული, თუმცა აქტიური განვითარების პროცესში. ზღვის დონიდან 456 მეტრზე მდებარე სახლის მიმდებარე გარემო ხასიათდება დაბალი,  ერთბინიანი სახლების დაბალანსებული განაშენიანებით, თუმცა ესაზღვრება მჭიდროდ განლაგებულ მრავალბინიანი კორპუსების ზონას. სახლის ვრცელი ვიტრაჟებიდან კარგად აღიქმება შორი, მთაგორიანი ლანდშაფტები და ამ რაიონში მიმდინარე ურბანული პროცესებით გამოწვეული განაშენიანების მძაფრი სიმჭიდროვე.

არქიტექტურა მარტივ გეომეტრიულ ფორმებს ეფუძნება. კვადრატული კონტურის ფასადებს, იგივე ფორმის მაღალი ვიტრაჟები იმეორებს. ღია ფერის ფასადი და სწორხაზოვნება, გარშემო სახლების არსებულ  რიგში მის დინამიურობას განსაზღვრავს. შენობა ეზოს ორ ნაწილად ჰყოფს, რაც სხვადასხვა ტიპის საოჯახო აქტივობების შესაძლებლობას ქმნის და სახლს მთავარი გზის ხმაურისგან აშორებს. ფასადზე გამოყენებულია ტრავერტინის ქვა და ზოგ ვიტრაჟებზე დამატებული აქვს დეკორატიული თეთრი კანტები არქიტექტურული ხასიათის გამოსაკვეთად.

0.00 დონეზე გეგმა წარმოადგენს ერთ უწყვეტ სივრცეს, სადაც სათავსების ფუნქციური განლაგება კომფორტულ ცირკულაციას ქმნის. მთავარი შესასვლელი უკავშირდება ზედა სართულზე ამავალ კიბეს და საერთო ოთახს, რომელიც თავის მხრივ სამზარეულოსა და სასადილო ზონის მიმდებარედაა განთავსებული. მე-2 სართულზე მდებარეობს საძინებელი ზონა 3 საძინებლით და 1 სამუშაო ოთახით. დამხმარე სათავსები მიწისვეშა სართულზეა განთავსებული. სართულებზე ცირკულაცია ხდება ერთხაზოვანი კიბით, რომელიც მთლიან სიგრძეზე მიუყვება სახლს. ინტერიერში გამოყენებულია მუქი და ღია ფერების კომბინაციები. დაბალანსებულია ბუნებრივი ქვის, ხის, მიკრო ცემენტისა და კერამიკული ფილების ტექსტურები. „სახლი დიღომში“ შეიქმნა ოჯახისთვის, როგორც ერთგვარი მყუდრო თავშესაფარი ქალაქის მჭიდრო უბანში საცხოვრებლად.  

სახლი დიღომში
სახლი დიღომში
სახლი დიღომში
სახლი დიღომში
სახლი დიღომში
სახლი დიღომში
სახლი დიღომში
სახლი დიღომში