‘ბურგიო’ ბარი

‘ბურგიო’ ბარი

მდებარეობა: ამაღლების ქ., თბილისი

საერთო ფართობი: 16 მ2

წელი: 2016

სტატუსი: დასრულებული

 

16 მ2 ნახევრად სარდაფი, სადაც ‘ბურგიო’ მდებარეობს, სავარაუდოდ, ყველაზე პატარა ბარია თბილისში. მიუხედავად ფართის სიმცირისა, სივრცეში კომფორტულადაა დაგეგმარებული ბურგერების კაფე, სამზარეულო და საპირფარეშო.

რესტავრაციის დროს კედლები გამოთავისუფლდა ნალესისგან და ისტორიული შენობის ძველი, წითელი აგური ავთენტიკური სახით შენარჩუნდა ინტერიერში. იატაკი და ავეჯი მეორადი აღდგენილი ხისაა. ინტერიერის მთავარი აქცენტია ინდუსტრიული სანათი კედელზე, რომლის ხვეული კომპოზიციაც ნათურებით ბოლოვდება.

 

‘ბურგიო’ ბარი
‘ბურგიო’ ბარი
‘ბურგიო’ ბარი