ბინა ‘იაშვილი‘

ბინა ‘იაშვილი‘

მდებარეობა: პ. იაშვილის ქ., თბილისი

ფართობი: 85 მ2

წელი: 2019-2021

ფოტო: გურამ კაპანაძე
 

შენობა, სადაც  ბინა ‘იაშვილი’ მდებარეობს, XX საუკუნის დასაწყისში აშენდა სოლოლაკში და საფრანგეთის საკონსულოს ეკუთვნოდა. საქართველოს  გასაბჭოების შემდეგ ის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა, თუმცა ფასადს თავდაპირველი იერსახე შეუნარჩუნდა, შენობის ცვლილება მხოლოდ შიდა სივცეების დანაწევრებით შემოიფარგლა.

შთაგონებული XX საუკუნის დასაწყისის თბილისით, ბინა ‘იაშვილი’ ამ საუკუნოვანი შენობის ხასიათის თანამედროვე გაგრძელებაა. იგი ეხმიანება ნაგებობის ესთეტიკას და ახალ ინტერიერს თანამედროვე ცხოვრების კომფორტთან აკავშირებს. ავთენტიკური, მცენარეული ელემენტებით შემკობილი აივნებიდან ხედი იშლება მთაწმინდაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს თბილისის ამ ისტორიული უბნის ხასიათს.

სარემონტო პროცესში ბინის გეგმა მაქსიმალურად დაუბრუნდა თავის პირვანდელ იერსახეს. მთლიანად დარესტავრირდა არსებული ავთენტიკური დეტალები: დარაბები, კარები და თაბაშირის დეკორატიული ლავგარდანები ჭერზე. ერთ სივრცეში დაგეგმარდა სამზარეულო, სასადილო და მისაღები, რაც ეფუძნება გახნილი სივრცის იდეას, სადაც რამდენიმე აქტივობა ერთდროულად მიმდინარეობს და ქმნის საერთო გამოცდილების შესაძლებლობას.

ინტერიერის მთავარი ფერი თეთრია, რაც ამ მაღალჭერიანი ბინის უხვ ნათელს კიდევ უფრო ამძაფრებს. სამზარეულო, გარდერობი და კარადები მთლიანად ინტეგრირებულია კედლებთან, რამაც შეზღუდა ზედმეტი ზედაპირების წარმოქმნა ინტერიერში.  მთავარი საძინებლის კედლების გასუფთავებისას აღმოჩენილმა შპალერის ფერმა და ტექსტურამ თავისთავად შექმნა იდეა, რასაც შემდგომში დაეყრდნო ოთახის  დიზაინი. კერძოდ, ნარინჯისფერი კედლები და მათ ძველი, გაცრეცილი ტექსტურა დაბალანსდა House of Hackney-ს შპალერით, რომლითაც სააბაზანოს გამყოფი კედელი დაიფარა. ეს კედელი ისეა მოწყობილი, რომ მასში გაჭრილი სააბაზანოსა და გარდერობის კარების კონტური თითქმის არ იკითხება, რამაც ოთახის სივრცული ერთიანობა უზრუნველყო.

ინტერიერში გამოყენებულია იდააფ არქიტექტორების საავტორო ავეჯი: სასადილო მაგიდა ‘ელემენტი’ და ჟურნალების მაგიდა ‘ფიალა’ საერთო  ოთახში; მაგიდა -‘წვეთი’ მთავარ საძინებელში და კედლის სანათი „დალ“ სტუმრის საძინებელში.                                                              

 

ბინა ‘იაშვილი‘
ბინა ‘იაშვილი‘
ბინა ‘იაშვილი‘
ბინა ‘იაშვილი‘
ბინა ‘იაშვილი‘
ბინა ‘იაშვილი‘
ბინა ‘იაშვილი‘
ბინა ‘იაშვილი‘
ბინა ‘იაშვილი‘
ბინა ‘იაშვილი‘
ბინა ‘იაშვილი‘