ბინა '73A'

ბინა '73A'

მდებარეობა: ი. ჭავჭავაძის გამზ. 37. აქსის თაუერსი, თბილისი
ფართობი: 60 მ2
წელი: 2019-2022
ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე


ბინა 73A თბილისის ცენტრალურ, ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს. ეს არის ქუჩა მაღალსართულიანი ბიზნეს ცენტრებითა და საცხოვრებელი კორპუსებით, სადაც ურბანული პროცესები აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ინტერიერის დიზაინის კონცეფცია და ტექსტურები ისეა შერჩეული, რომ ქალაქის დინამიკა შიდა სივრცეების სიმყუდროვეს ვერ არღვევს.
ბინის ერთიანი, გახსნილი სივრცე იდეალურად ითავსებს ყველა საჭირო ფუნქციას ცხოვრებისთვის. მთავარ აქცენტს სამზარეულო და ნატურალური მარმარილოს ქვის კუნძული ქმნის, რომლის ტექსტურებიც ბუნებრივი მოტივებით ავსებს ბინას. ინტერიერის განუყოფელი ნაწილია კონსტრუქციული კოლონა, რომელიც საძინებელს დანარჩენი ბინისგან ჰყოფს. კოლონა მოპირკეთებულია ქართული ბაზალტის ქვის პანელებით, რომლის ნეიტრალური ფერიც ბინაში სვეტის მძაფრ აქცენტს შლის. ბინის ვიტრაჟებიდან იშლება ხედები და მზის ჩასვლის შთამბეჭდავი პანორამა თბილისის ჩრდილო დასავლეთ ნაწილზე.
კედლები ნაცრისფერია და დამუშავებულია მიკრო ცემენტით. მისი ცივი ტონალობა შეთავსებულია მუქი ხის პანელებით მოპირკეთებულ კედლებთან, რომლის მიღმაც სააბაზანო და საჭირო კარადები დაგეგმარდა, რაც ინტერიერს ზედმეტობებისგან იცავს და ერთიანი სივრცის აღქმას ხელს არ უშლის. სააბაზანოც მთლიანად მიკრო ცემენტით შესრულდა, რომელთანაც კონტრასტს ასევე მიკრო ცემენტის ცილინდრული ნიჟარა და Cle-ს შავი ფერის Zellige tiles ქმნის.
ინტერიერში ავეჯის უმეტესობა ინდივიდუალური დიზაინითაა შექმნილი. აქცენტურია იდააფ არქიტექტორების სასადილო მაგიდა „ელემენტი“, რომელიც ასწლოვანი მასიური მუხით შეიქმნა და მასიური კაკლის ხის მცირე მაგიდა „აგური“ საძინებელში. ასევე დამწვარი ხის მაგიდა 73A მისაღებ ოთახში, რომელიც ასევე იდააფ არქიტექტორების სტუდიაში დამუშავდა. სანათები &Tradition, HAY, RBW და FAS-ის მაღაზიებიდან შეირჩა. ავეჯსა და სხვა ნივთებზე თანამშრომლობა შედგა Around the Studio, Buster & Punch, Cle Tiles, Hay და &Tradition. ბინაში წარმოდგენილია მაკა ბატიაშვილის ნახატები.
ინტერიერი შექმნილია ახალგაზრდა კაცისთვის, მარტივი და მინიმალისტური ცხოვრებისათვის.

ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'
ბინა '73A'