ტექსტურირებული ალუმინისგან და მასიური კაკლისგან დამზადებული ეს შანდალი მინიმალისტური და ექსპრესიული დიზაინის გამომხატველია და ხაზს უსვამს ხის ორგანულ, მდიდარ ტექსტურებს.
მზადება მოქანდაკის მიერ საქართველოს რეგიონებიდან მოპოვებული კაკლის ხის მოთვინიერებით იწყება. ხის დამუშავების ტრადიციული ტექნიკის გამოყენებით, მორები საგულდაგულოდ ფორმდება სტრუქტურულ, ურთიერთდაკავშირებულ კომპოზიციად, რომელიც ინარჩუნებს მასალის ორგანულ ნაკლოვანებებს და უხეშ ტექსტურებს. ‘BRICK’ იატაკის შანდალი სკულპტურული განათებაა, რომელიც ორგანულად ერწყმის ინტერიერებს და მათში რიტუალური სიმშვიდის განცდა შემოაქვს.
სანთლისთვის განკუთვნილი ალუმინის გრძივი ვერტიკალი გადადნობის მეთოდით მზადდება და იმეორებს ჩამომდნარი ცვილის ტექსტურებს. ადგილობრივი მასალებისა და დამზადების ტრადიციული მეთოდების კომბინაცია ნივთის ისტორიულ და კულტურულ სიღრმეს კიდევ უფრო აძლიერებს.
„BRICK” იდააფ არქიტექტორების მიერ ახალი სამშენებლო მასალის შექმნის პირველი მცდელობაა. სანამ ტექსტურების შერჩევა საწყის ეტაპზეა და მიმდინარეობს კვლევის პროცესი, მისი ფორმა ინტერიერისთვის სხვადასხვა ფუნქციის დეკორატიული ელემენტის შესაქმნელად გამოვიყენეთ.