გამოფენა: ალიზი - მანიფესტი თანამედროვე მშენებლობას
18, 19 და 20 ნოემბერს, ფაბრიკა -ს საგამოფენო სივრცეში იდააფ არქიტექტორები წარმოადგენს ვორქშოფ "ალიზი" -ს შედეგებს, რომლის მიზანი იყო გამოეკვლია ალიზის ისტორია და დამზადების ტრადიციული მეთოდები; შექმნილიყო მისი ახალი დიზაინი და ეპოვა თანამედროვე მშენებლობაში გაგრძელების ხაზი.
ვორქშოფი "ალიზი" 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა და შერჩეულ ოთხ მონაწილესთან ერთად მოიცვა კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოები. შესწავლილ იქნა ალიზის შენობები კახეთისა და ქართლის სოფლებში. გარდა ამისა, ვორკშოფის გუნდმა საქართველოს რეგიონებიდან მოიპოვა სხვადასხვა ფერის მიწები, რითიც დაამზადდა აგურების ახალი მოდულები და კედლის დეკორატიული ფილები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აგურები და კედლის დეკორატიული ფილები: ჰაე - მარიამ პაპავა; დომინო - ჯოყოლა ქისტაური; ჯ - ელენე ფიჩხაძე, ეს - მეა მიმინოშვილი და იდააფ არქიტექტორების სტუდიაში დამუშავებული აგური ია, რომლის ორი უნივერსალური ფორმა ადვილად თავსდება ერთმანეთში, არ საჭიროებს სამაგრებს ან შემავსებელს და საშუალებას იძლევა მარტივად აშენდეს წინასწარ დაგეგმილი შენობები. გამოფენაზე იდააფ არქიტექტორები ასევე წარმოადგენს ალიზით დამზადებულ საავტორო ავეჯს.
იდააფ არქიტექტორების გუნდი: ნანა ზაალიშვილი, სოფო წივილაძე, ალექსანდრე იობიძე, დეა ხიზანიშვილი.
მონაწილეები: მარიამ პაპავა, ელენე ფიჩხაძე, ჯოყოლა ქისტაური, მეა მიმინოშვილი.