არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინ სტუდია იდააფ არქიტექტორები დაარსდა 2016 წელს თბილისში და მას არქიტექტორი ნანა ზაალიშვილი ხელმძღვანელობს. გუნდის მიდგომა მულტიდისციპლინურ პრინციპებს ეფუძნება და აერთიანებს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინსა და ავეჯის დიზაინს, ასევე ახალი სამშენებელო მასალების შექმნასა და შესაბამის კვლევებს.

იდააფ არქიტექტორების თითოეული პროექტი დაფუძნებულია ადგილის კულტურულ და გეოგრაფიულ კვლევაზე, რომლის გათვალისწინებითა და ინოვაციური მიდგომებით,სტუდია ცდილობს შექმნას დროსთან მიმართებაში ადეკვატური დიზაინი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

idaaf
idaaf