‘ელემენტი’, რომელიც განსხვავებული ფუნქციის ავეჯს აერთიანებს, ქართული ოდა სახლისა და გიორგი ჩახავას ‘სამშენებლო ელემენტის’ გავლენით შეიქმნა.
ტაბურეტი „ელემენტი“ დამზადებულია ქართული ტრავერტინის ქვით, რომლის დაბალანსებული ფერი და სადა ტექსტურა ნივთის მინიმალისტურ ხასიათს თავიდანვე განსაზღვრავს. სკამი განკუთვნილია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებისთვის, მისი აწყობა/დაშლა მარტივია და არ საჭიროებს სამაგრებს.