რკინის ფარდის მიღმა / ელემენტი

გამოფენის სახელი: ‘რკინის ფარდის მიღმა / ელემენტი’

მდებარეობა: Farm Cultural Park; ფავარა, იტალია

წელი: 2019

რეზიდენციაში ნანა ზაალიშვილის მუშაობის დროს პირველად დამუშავდა ‘ელემენტი’ ავეჯის კონცეფცია. ორკვირიანი მუშაობის შედეგად, Farm Cultural Park-ის საგამოფენო სივრცეში პირველად გამოიფინა ადგილობრივ სახელოსნოებში დამზადებული ‘ელემენტი’-სგან შექმნილი ნივთები: ხის კომპლექსური მერხი, ხის მარტივი მერხი და ორი სკამი შესრულებული ტრავერტინის ქვაში.

გამოფენა ინსპირირებული იყო და მიეძღვნა არქიტექტორ გიორგი ჩახავას მიერ შექმნილ და 1981 წელს დაპატენტებულ გამოგონებას: „სამშენებლო ელემენტი“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტოები ჩახავას პირადი არქივიდან და ასახავდა მის ნაყოფიერ მოღვაწეობას „რკინის ფარდის მიღმა“.