ვიზიტორთა ცენტრი სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურიდან 3,6 კმ-ში მდებარეობს „მშვიდობის მონუმენტის“ მიმდებარედ, რომლიც 1983 წელს აშენდა. (არქიტექტორი: გიორგი ჩახავა, მხატვარი: ნოდარ მალაზონია)
შენობის არქიტექტურა დაეყრდნო გარემოსგან „შენიღბვის“ იდეას, რაც ამრეკვლადი შუშის ფასადებითაა მიღწეული. ნაგებობა არსებულ ლანდშაფტთან ბუნებრივ კავშირს ქმნის, ხოლო „მშვიდობის მონუმენტის“ შთამბეჭდავი თაღედი ინარჩუნებს ფერად აქცენტს გარემოზე.