“კახეთში, სოფლის სახლის ღობესთან ბევრი კუნძი ყრია. ჰაერში ხის მძაფრი სუნი დგას. სახლი ზამთრისთვის ემზადება, ამ კუნძებისგან მალე შეშა უნდა დაიჭრას. ყველას სხვადასხვა ფორმა, ფერი და ტექსტურა აქვს. მენანება ცეცხლისთვის. ამ გროვიდან რამდენიმე ამოვარჩიე და იქვე, სწრაფად გაკეთებული სკეჩის მიხედვით და ბენზო ხერხის დახმარებით მათგან რამდენიმე,  დაბალი ფორმის მაგიდა გამოვჭერით. სხვადასხვა ფრად უკვე თბილისში შეიღება და სახელი „ლაქა“ დაერქვა, რადგან ინტერიერში გაფანტულები ძალიან ჰგავს ლაქებს, რომელიც იქ მოულოდნელად გაჩნდა.“ – ნანა ზაალიშვილი

 

Stain - Side Tables

 

Stain - Side Tables

 

Stain -Sketch

 

Stain - Side Tables

 

Stain - Side Tables

 

Stain - Side Tables