პროექტი:  ვიზიტორთა ცენტრი

მდებარეობა: კემერილატვია

საპროექტო ტერიტორია: 12 980 კვ.

შენობის საერთო ფართობი: 530 კვ.

წელი: 2018

სტატუსი: კონკურსი (ფინალისტი)

გუნდი: ნანა ზაალიშვილიანა ნუცუბიძეანუკი ბერიანიძე

3დ მხარდაჭერა: რეზი კრაწაშვილი

“ჩვენ ბუნებისგან ვთხოულობთ იმ ადგილს, რომელზეც ვაშენებთ” – ტადაო ანდო

ჩვენი დიზაინი კემერის ვიზიტორთა ცენტრისთვის მიზნად ისახავს ისეთი შენობის შექმნას, რომელსაც არქიტექტურული ინდივიდუალურობა და მკვეთრი ვიზუალური გამომხატველობა ახასიათებს.

ფიჭვნარით გარშემორტყმული მუქი, მართკუთხა ფორმა შენობას გარემოსაგან გამოჰყოფს. მკაცრი ფორმები არ იმეორებს არსებული გარემოსათვის დამახასიათებელ ორგანულობას და მოლოდინის საპირისპიროდ, ცდილობს ხაზი გაუსვას საკუთარ ინდივიდუალურობას.

ჩვენს მიერ შემუშავებული შენობის სტრუქტურის კონცეფცია წარმოადგენს სიმეტრიულად განთავსებული ათი მზიდი სვეტისა და რიგელებისაგან შექმნილ კონსტრქუციას და მათ შორის მოთავსებულ ოთხ სხვადასხვა ზომის ყუთს. ვიზიტორთა ცენტრის ექსტერიერი დაფარულია შავი ფერის ადგილობრივი ხის მასალით და ხისავე ეფექტით დამუშავებული ბეტონის საყრდენებით. მიუხედავად დიზაინის კონტრასტულობისა, შენობის ფართე ღიობები ირეკლავენ გარემომცველ ტყეს და ამით შენობა კიდევ უფრო მეტად ერწყმის გარემოს.

რაც შეეხება ინტერიერს, იგი წარმოდგენილია როგორც ერთი, დიდი, საერთო სივრცე, სადაც ფანჯრები პირდაპირ გადაჰყურებენ ტყეს და მომსვლელებს ამზადებენ მომავალი გამოცდილებისათვის. მნახველთათვის ინტერიერში მთავარი სანახაობა არის ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მოტივზე აწყობილი დიორამა, სადაც ინფორმაციაა ყველაფერ იმაზე, რასაც პარკში შეიძლება წააწყდნენ. წიწვოვანი ხის მასალის კედლები და ხისვე იატაკი თბილ ატმოსფეროს ქმნიან კემერის ჭაობების თავგადასავლებამდე და შემდეგაც.