იდააფ არქიტექტორები გიწვევთ გამოფენაზე ‘პროცესი’ 18 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღე, ორშაბათის გარდა 11:00 – 18:00, პაოლო იაშვილის ქ. 20. მე-3 სართული.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 2016 წლიდან იდააფ არქიტექტორების სახელოსნოში მიმდინარე და დასრულებული პროექტები: არქიტექტურის, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის მიმართულებით.

გამოფენა ასახავს არქიტექტურასა და დიზაინს, როგორც მუდმივად ცვლად დისციპლინებს, სადაც პროცესი არასდროს სრულდება – პროცესი იდეის დაბადებიდან პროექტის დასრულებამდე და მის შემდეგაც, როდესაც ის თვითდამკვიდრების მუდმივ პროცესშია გარემოსთან და გარემომცველ ობიექტებთან.

იდააფ არქიტექტორები დაარსდა 2016 წელს. სტუდია მუშაობს არქიტექტურის, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის მიმართულებით.
სახელოსნოს ხელმძღვანელი: ნანუკა ზაალიშვილი.
გამოფენის კურატორი: გვანცა ჯიშკარიანი

მეტი იდააფ არქიტექტორების შესახებ: www.idaafarchitects.com

process | პროცესი