ელემენტი – ასაწყობი ავეჯი

ზომები: 20x5x50 სმ -დან – 30x10x250 სმ -მდე

მასალა: მუხა; ნატურალური ქვა (დიაბაზი; ბაზალტი)

წელი: 2019

ინსპირაცია: გიორგი ჩახავას ‘სამშენებელო ელემენტი’

ერთი ფორმა, მრავალფეროვანი მასალა და სხვადასხვა ფუნქციის ავეჯი

ავეჯის კოლექცია ‘ელემენტი’ ინსპირირებულია გიორგი ჩახავას ‘სამშენებლო ელემენტით’ (1981) და იდეით რომ მისი ეს გამოგონება მხოლოდ ქართულ საბჭოთა არქიტექტურულ ისტორიაში არ დარჩება და მომავალშიც განვიტარდება.

ცვალებადი სტრუქტურებისა და მრავალფეროვანი მასალების გამო, ‘ელემენტი’ მუდმივად განახლებადია და ფუნქციური თავისუფლების შესაძლებლობას ქმნის. მისი აწყობა / დაშლა მარტივია და არ საჭიროებს სამაგრებს. ძირითადი კოლექცია მოიცავს სხვადასხვა ტიპის სკამებს, მაგიდებს, მერხებს, benches, side tables, coffee tables, stools თაროებს და სხვა.

„გიორგი ჩახავა (1923-2007) ქართველი არქიტექტორია, რომლის ყველაზე ცნობილი შენობა გზების მშენებლობის სამინისტრო (ამჟამად საქართველოს ბანკის სათავო ოფისი) 1975 წელს გაიხსნა და თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. 2017 წელს ჩახავას არქივზე მუშაობისას, ყურადღება „სამშენებლო ელემენტმა“ მიიქცია, ბეტონის გამოგონებამ, სადაც მან მარტივი ფორმა და მასალის სინთეზი სხვადასხვა სტრუქტურების ასაგებად გამოიყენა. ‘სამშენებლო ელემენტის’ ფორმა ავეჯის კოლექცია ‘ელემენტი’-ს მთავარი ინსპირაციის წყარო გახდა.

კოლექცია შესრულებულია ხის მასალასა და ნატურალურ ქვაში და შედგება რამდენიმე ძირითადი ფუნქციის ავეჯისგან: სკამები, ტუმბოები, მერხი (bench) და მცირე მაგიდა (side table). გარდა ამისა, სხვადასხვა ზომის ელემენტისგან ასევე სხვადასხვა ფუნქციის მქონე ნივთის აწყობაა შესაძლებელი.“ – ნანა ზაალიშვილი

თითოეული მათგანი მარტივად ასაწყობი სტრუქტურაა და შესაძლებელია მათი ადვილად გადაადგილება. მინიმალისტურ ფორმებში გამოხატული ეს ავეჯი სხვადასხვა ტიპის ინტერიერისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, მერხები მარტივი და კომფორტული კომპოზიციაა მუზეუმებისა და გალერეებისთვის. ტუმბოები კარგი გადაწყვეტილებაა სხვადასხვა ფუნქციის საზოდოებრივი სივცეებისთვის, სადაც ხალხის უწყვეტი ნაკადის დროებითი მოთავსების საჭიროება დგას (მაგ. ბანკების მისაღები სივრცეები). ტუმბოები ასევე საინტერესო დეტალია საცხოვრებელ ინტერიერში, დივნისა და სავარძლების გვერიდით და ასევე საძინებელში, საწოლის გასწვრივ.