ეასაპარკი

პროექტი: ეასაპარკი (ურბანული ავეჯი)

მდებარეობა: ველიკო ტარნოვო, ბულგარეთი

გუნდი: ნანუკა ზაალიშვილი, რეზი კრაწაშვილი, დიმიტრი ჯობაძე

ავტორები: იდააფ არქიტექტორები | დიმიტრი ჯობაძე

მონაწილეები:ამბერ დე ვრედე, დეა დუდიჩ, ელენა იფრიმ, ფურკან კოკოგულარი, ხორხე ჩიუბანუ, ჰრისტიან ბაბუკა, კირიაკი ვარვატუ, ლუსია პინილა, იაზგი დემიბრას

წელი: 2014

ფოტო: იდააფი

 

ეასაპარკი იდააფ არქიტექტორებისა და დიმიტრი ჯობაძის ავტორობითა და ხალმძღვანელობით შესრულდა ბულგარეთის უძველეს ქალაქ ველიკო ტარნოვოში. პროექტის იდეა მიტოვებული საჯარო ადგილისთვის ფუნქციის დაბრუნება და ადამიანებისთვის მივიწყებული გარემოს თავიდან აღმოჩენა და გამოყენება იყო. ვორქშოფის განსახორციელებლად ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი შენობის წინა ეზო შეირჩა, გახსნლი ქუჩაზე და საუკეთესო ხედით ძველ ციხე სიმაგრეზე, რომელიც ტურისტების თავშეყრის ხშირი ადგილია.

ეასაპარკი მცირე არქიტექტურული მოცულობების კომპლექსია: სკამი საყვავილით, მაგიდა ორი დასაჯდომი ადგილით, ნაგვის ურნა და პატარა სამერცხლეები ერთიანობაში სასიამოვნო დასასვენებელ გარემოს ქმნიან. მოცულობები ბეტონის ბაზაზე დასმულია ლითონის საყრდენები კარკასით, რომელზეც ხის დეტალებია დამაგრებული.

გუნდი სამი ტუტორისგან და ცხრა მონაწილისგან შედგებოდა. მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა ცალკე აღებული რამდენიმე საინტერესო მცირე არქიტექტურული ფორმა, ხალისიანი ფერებითა და განსხვავებული ტექსტურებით.

ეასაპარკი იდეის დამუშავების, განხორციელებისა და ქალაქთან მისი შერწყმის ერთობლიობაა. ის დიდი ურბანული ერთეულის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და საკუთარი აურის მქონე მიკროსამყაროა.

ვორქშოფი განხორციელდა EASA (ევროპელი არქიტექტურის სტუდენტების ასამბლეა)- ს ფარგლებში.