პროექტი: ინდივიდუალური ერთბინიანი სახლი

მდებარეობა: დიღომი, თბილისი

ფართობი: 260 კვ.მ

წელი: 2018-2019

სტატუსი: მიმდინარე

კონცეფცია: სახლის მთლიანი კონცეფცია აიგო ექსტერიერისა და ინტერიერის სიმარტივის იდეაზე. ფასადზე გამოყენებულია ტრავერტინის ქვა ფუნდერმაქსთან კომბიანციაში. მაღალ ვიტრაჟებს ინტერიერში სინათლე და ჰაეროვნება შემოაქვს. შიდა სივრცეებში გამოყენებულია ხის მასალა, პოლირებული ბეტონი და ბუნებრივი ქვა. განსხვავებული ტექსტურის ავეჯით მოწყობილი ოთახების იდეაა კომფორტული და მყუდრო გარემოს შექმნა.