პროექტი: კულტურული ცენტრი

მდებარეობა: სედიუ, სენეგალი

საერთო ფართობი:  1080 კვ.მ

შენობის ფართობი: 550  კვ.მ

წელი: 2018

სტატუსი: კონკურსი

გუნდი: ნანუკა ზაალიშვილი, რეზი კრაწაშვილი, ანი წიქორიძე

“უტოპიური პროექტების შექმნა უსარგებლოა, რადგან ევოლუცია მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილების შედეგია” – ჟან პრუვი

როგორ წარმოვადგინოთ ძველი ტრადიციებისა და მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანა არქიტექტურის საშუალებით? რა შეიძლება შევთავაზოთ სედიუს, რომელიც განვითარებისკენ ასე ძალიან მიისრაფის?

სენეგალს რიტუალების, ცეკვა-სიმღერისა და ხელნაკეთობების ძლიერი და მრავალფეროვანი ტრადიციები გააჩნია და ჩვენი მიზანია წარმოდგენილ კულტურულ ცენტრში ეს ყველაფერი ჰარმონიულად გაერთიანდეს. არქიტექტურული პროექტი სამი გეომეტრიული ფორმაა  ერთი სახურავის ქვეშ. ადგილობრივი თიხით დამუშავებული ეს სივრცეები სხვადასხვა საქმიანობას ემსახურება.

შენობაში მოგზაურობა მცირე ზომის კაფით და მის გვერდით განთავსებული ბიბლიოთეკით იწყება. მოზრდილი ტერასები ვიზიტორებს კომფორტულ სავარძლებს სთავაზობს მოსასვენებლად და ადგილობრივი ქალების მიერ დამზადებული წვენების დასაგემოვნებლად. ჩვენ ასევე შევქმენით საშუალება ადგილობრივების მიერ დამზადებული ხელნაკეთი თოკის სავარძლები შენობის ტერასებზე განთავსდეს და გაიყიდოს. სავარძლებს შორის ბეტონის მაგიდები დგას, რომლებშიც გარემოსთვის საზიანო ნარჩენებია თავმოყრილი. უფრო მეტი ნარჩენი ბეტონის საძირკველშია განთავსებული და ამით ცოტათი მაინც გვარდება   ადგილობრივი დაბინძურების პრობლემა.

მეორე შენობა საგანმანათლებლო/ვორკშოფების და ინფო ცენტრის ოთახებისგან შედგება, რომელიც სივრცეს ასევე ინაწილების ადმინისტრაციასთან. მესამე ნაგებობა მთლიანად საგამოფენო დარბაზს ეთმობა. მის წინ კი პერფორმანსების სივრცეა განთავსებული, სადაც წრიული ფორმა დასაჯდომებს ქმნის მაყურებელთათვის.

ვერტიკალური ლითონის სვეტები სიმეტრიულად მოთავსებულია ისე, რომ ხის ჰორიზონტალური ბოძები და სამი დონეზე განთავსებული სახურავის კონსტრუქცია უჭირავს. ჭერზე პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი წვრილი თოკებით დეკორატიული ელემეტია წარმოდგენლი. არსებობს მარტივი მეთოდი, თუ როგორ შეიძლება გარემოსთვის საზიანო პლასტმასის ბოთლებისგან შევქმნათ თოკი, ჩვენ ამ მეთოდის დახმარებით დაახლოებით 9320 პლასტმასის ბოთლი დეკორატიულ ელემენტად გარდავქმენით, რათა ხელი შეგვეწყო პლასტმასით დაბინძურებული გარემოს პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც სიდიუში ასე მძაფრად დგას. შენობებს შორის დატოვებული სივრცები მთლიან კომპოზიციას ჰაეროვნებას ანიჭებს, ისევე როგორც ოთახებში მეტალის გამჭოლი ლურჯი ფერის კარები.