ბურგიო

პროექტი: ბურგიობურგერებისა და სასმელების ბარი

მდებარეობა: ამაღლების 8. თბილისი

ფართობი: 16მ2

წელი: 2016

გუნდი: ნანუკა ზაალიშვილი, რეზი კრაწაშვილი

16 მ2 ნახევრად სარდაფი, რომელიც ბურგიოს კაფისთვის შეირჩა, სავარაუდოდ, ყველაზე პატარა კაფეა თბილისში. ის სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე მდებარეობს.

დამკვეთის სურვილი იყო ამ სივრცეში განთავსებულიყო კაფე ბურგერებისთვის, თავისი სველი წერტილითა და პატარა სამზარეულოთი. თავიდან იდეა თითქოს არარეალურიც იყო ფართის სიმცირის გამო, თუმცა პროექტი მაინც დაიწყო და სამუშაოები ეტაპებად გადანაწილდა.

პირველი ამოცანა ფართის არასასურვლი დეტალებისგან გაწმენდა იყო, რის შედეგადაც იატაკის ქვეშ აღმოჩნდა 1მ სიღრმის ფართი. ამის ხარჯზე დაიწია იატაკმა და სათავსის სიმაღლემ მოიმატა. ამავდროულად, დასავლეთ კედელში აღმოჩნდა ნიშა, სადაც ჭურჭლის სარეცხი ნიჯარა ჩამონტაჟდა. შემდეგ ეტაპზე გამოსუფთავებული ფართის გონივრული ათვისება მოხდა. სივრცეში განთავსდა ყველა ის საჭირო სათავსი და ნივთი, რაც კაფის სრულყოფილად ფუნქციონირებას შეუწყობდა ხელს. სამხრეთის კედელზე ერთმანეთის მიყოლებით სველი წერტილი და სამზარეულო მოეწყო, მათ პირდაპირ კი თეთრი ფილებით გაფორმებული ბარის მაგიდა დამონტაჟდა. მის გასწვრივ მოპირდაპირე კედლები, ორ მცირე ზომისა და ერთ გრძელ მაგიდას უკავია სტუმრებისთვის. აღსანიშნავია, რომ კაფეში 10 ადამიანი კომფორტულად ეტევა. აღმოსავლეთ კედელზე თაროებიც განთავსდა, სადაც კაფეში  დამზადებული პროდუქტი გამოიფინა გასაყიდად.

ინტერიერის დიზაინი მარტივ კომპოზიციას წარმოადგენს, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ძველი ქართული აგურის კედლები, ლურჯ ტონში გადაწყვეტილი კედლები, ხისა და მეტალის მასალა. იატაკი და ავეჯიც ხისაა, ჭერი-თეთრი. განსაკუთრებით გამოირჩევა სანათის კომპოზიცია დასავლეთ კედელზე, რომელიც რკინის მილებისა და მათი შემაერთებელი დეტალების ერთობლიობას წარმოადგენს და ნათურებით ბოლოვდება. ბარის თავზე სანათები ჭაობისფერშია გადაწყვერტილი, ხოლო მის უკან კედელი ლურჯის მუქ ტონს წარმოადგენს.