პროექტი: „აპრილის სახლი“ –  ნახევარ საუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია

საერთო ფართობი: 242 მ2

შენობის ფართობი:  220 მ2

მდებარეობა: სიღნაღი, საქართველო

წელი: 2015-2016

„აპრილის სახლი“ სიღნაღში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს. ამჟამიდნელმა მეპატრონეებმა ის რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად დანგრეულ მდგომარეობაში შეიძინეს. შენობა ორ სართულზე განლაგებული, ასე ვთქვათ, ტიპური სიღნაღური სახლია, შუშაბანდებითა და სიღრმეში განლაგებული ოთახებით, რომლებიც ერთმანეთს კარებით უკავშირდება. 2015 წელს რეკონსტრუქციის პროექტი შედგა და მისი მშენებლობა იდენტური ვიზუალის დაბრუნების მცდელობით დაიწყო.

შენობაში მოეწყო ორი საპირფარეშო, გაიმიჯნა საძინებლები და საერთო სივრცეები, მთლიანად შეიცვალა კომუნიკაციები, მოეწყო იატაკქვეშა გათბობა.

ინტერიერი თეთრ და მაქსიმალურად პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. შენარჩუნდა არსებული კარ–ფანჯრები ინტერიერში. ავეჯი წიწვოვანი ხის მასალისაა. სახლში აღმოჩნდა „ზედაშე“. ზედაშე ქართული ტრადიციის მიხედვით ყურძნის მოსავლის საუკეთესო ნაწილიდან პირველი ნაწურია, რომელიც დაყენებული და შეთქმული იყო სალოცავის სახელზე, რათა სალოცავს კარგი თვალი დაეჭირა შემომწირველზე, ემფარველა და მისი მოსავალი ბარაქიანი და დოვლათიანი ყოფილიყო. აქ წარმოდგენილი ზედაშე ამ სახლის ამშენებლ და პირველ პატრონს ეკუთვნოდა. ის აქ ოჯახის უხუცესი ქალბატონის სახელზე განთავსდა.

ბუნებრივი სინათლის წყარო შუშაბანდებია ორივე სართულზე, საიდანაც ოთახებში სინათლე შედის შიდა კედლებში არსებული ფანჯრებიდან. სახლიდან ხედები იშლება სიღნაღის ხეობასა და ბოდბის მონასტერზე.