პროექტი : ANOTHER (სივრცე / პავილიონი)

ფართობი: 20 კვ.მ

მდებარეობა:  სადაც არ ელი

წელი: 2017

გუნდი: ნანუკა ზაალიშვილი, რეზი კრაწაშვილი, მარიამ მშვილდაძე

 

“შექმენი ღია და სტუმართმოყვარე სივრცე, სადაც უცნობებს დაავიწყდებათ გაუცხოვება” – ჰენრი ნოუვენი

ANOTHER პავილიონი, იგივე „სუროს ფარდა“, არის მცდელობა შექმნას ჰარმონიულად ადაპტირებული სივრცე ბუნება ან ურბანულ გარემოში, იდეალური თავშესაფარი ქალაქის ხმაურიანი გარემოსგან თავის დასაღწევად.

ეს არის ადგილი, რომელიც შეიძლება მოულოდნელად აღმოაჩინოთ ქალაქის ინდუსტრიულ გარემოში ან პარკში, სადაც ბავშვები ითამაშებენ, დედები კი მზის ქვეშ დაისვენებენ. ქარი სუროს ტოტებს დაარხევს და ქოთნების ქვემოთ განთავსებული სარკეები გარემოს აირეკლავენ. ადგილი მეცადინეობისთვის, მუსიკის დასაკრავად, მოსასვენებლად…
8 ცალი წითელი ღვინის ფერი სვეტი სიმეტრიულ მშვიდ გარემოს ქმნის. პავილიონი ინტეგრირებულია გარემოსთან, თითქოს ის ყოველთვის ამ სივრცის ნაწილი იყო.
მრგვალ ფორმებში გადაწყვეტილი ეს კონცეფცია ცდილობს შექმნას სტუმართმოყვარე გარემო ადამიანებისთვის.